სამცხე - ჯავახეთი

15877

BAKURIANI

ROAD TO BAKURIANI | Cinematic

2 198 просмотров
Дата премьеры: 24 июл. 2020 г.
13,7 тыс. подписчиков
ВЫ ПОДПИСАНЫ
All footage shot with the DJI Mavic 2 Zoom თურმე აი ასეთი დახვეული და საინტერესო გზა ყოფილა ბაკურიანის მიმავალ გზაზე . ________________________ ჩემი სოციალური ქსელები: FB: https://www.facebook.com/rgcommercial... INSTAGRAM: https://www.instagram.com/robbie_smit... 🎧 საიდან ვიწერ მუსიკას ვიდეოსთვის https://www.epidemicsound.com/music/f...

კომპანია ემბიჯი მადლობას უხდის რობის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის!   ❤❤❤


სამცხე-ჯავახეთის მხარე – მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს. 


  • მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-ს, მოსახლეობა — 160 504 (2014), მათ­გან 48,28 % ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თ­ვე­ლი იყო, 50,52 % კი სო­მე­ხი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 24,6 კაცს.
  • მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
  • ქალაქი — 5: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა;
  • დაბა — 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა;
  • სოფელი — 258.


მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:


  • ადიგენის მუნიციპალიტეტი;
  • ასპინძის მუნიციპალიტეტი;
  • ახალქალაქის მუნიციპალიტეტი;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტი;
  • ბორჯომის მუნიციპალიტეტი;
  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი.


ჯავახეთი — ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი სამხრეთ საქართველოში. მოიცავს ახლანდელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას. ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი (მდინარის მარცხენა შენაკადი ხევები მგელციხიდან ასპინძამდე ასევე ჯავახეთში შედიოდა), ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები.


სამცხე — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით — არსიანის მთები, ჩრდილოეთით — ფერსათის მთები, სამხრეთით — ერუშეთის მთები, კასრისსერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით — ჭობისხევი.


კურორტები 


აბასთუმანი — დაბა (1926 წლიდან) საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში. ადიგენიდან დაშორებულია 25, ხოლო ახალციხიდან 28 კილომეტრით. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები.


ასპინძა — დაბა საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და თემის ცენტრი. მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ოთის შესართავთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე, საავტომობილო მაგსიტრალი ს 11-ზე, ქალაქ ახალციხიდან სამხრეთ - აღმოსავლეთით 34 კმ-ზე, თბილისიდან 248 კმ. დაბაში შემორჩენილია X-XII სს-ის ხუროთმოძღვრების ძეგლები.


ნაქალაქევი — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: თმოგვი, მირაშხანი, ფია). მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1360 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 24 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში იყო ძველი ქალაქი წუნდა. სოფელში არის ტეშენიტის საბადო.


ახალციხე - ძველად ლომსია — ქალაქი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის და ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, ისტორიული სამცხის ცენტრი. მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვისწყლის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 214 კმ. ახალციხეში მთის სტეპების ჰავაა. იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -3,8 °C, აგვისტოსი 20,5 °C. აბსოლუტური მინიმუმი -32 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C.


წაღვერი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: დაბა, ტიმოთესუბანი, მზეთამზე). დაბის სტატუსი მიიღო 1926 წელს. მოსახლეობა 799 ადამიანი (2014) წაღვერი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1020-1130 მ-ის სიმაღლეზე, ბორჯომიდან 14 კმ-ზე მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. წაღვერზე გადის ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზა.


ციხისჯვარი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თორის ქვაბულში, მდინარე შავიწყლის (ბორჯომულას ერთ-ერთი მდგენელი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1640 მეტრი, ბორჯომიდან 41 კილომეტრი. ციხიჯვრის ეკლესია,

ციხისჯვარი არის ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში დგას შუა საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსი: ციხესიმაგრე ციხისჯვარი, ნადარბაზევი და ეკლესია.


ცემი — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ტბის თემში). მდებარეობს მდინარე ბაკურიანისწყლის (მტკვრის აუზი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1120 მეტრი, ბორჯომიდან 17 კილომეტრი. შედის ბორჯომის კურორტების ჯგუფში. იცის ზომიერად რბილი, თოვლიანი ზამთარი. მზის ნათების ხანგრძლივობაა 2200 საათი. ნალექების რაოდენობაა 550 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორია ჰავა. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი.


ტბა — სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ლიბანი, პატარა ცემი, სადგერი, ცემი). მდებარეობს მდინარე ბორჯომულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1100 მეტრი, ბორჯომიდან 9 კილომეტრი. ტბა ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. იცის ცივი თოვლიანი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურაა -4,3 °C) და ხანგრძლივი გრილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 17,2 °C). სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა დაავადებანი, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.


ბორჯომი — ქალაქი და კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 10 546 ადამიანი (2014 წ.). ბორჯომში არის ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, განათლების და კულტურის დაწესებულებები. მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მდინარეების მტკვრის და მისი მარჯვენა შენაკადების ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ ტყიან (უმეტესად წიწვოვანი) კალთებზე, ზღვის დონიდან 800-900 მეტრ სიმაღლეზე. თბილისიდან 150 კმ. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,3 °C, იანვრისა -2,8 °C, ივლისის 19 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C, აბს. მაქსიმუმი 37 °C. ნალექების რაოდენობა 653 მმ წელიწადში, მაქსიმუმი მაისსა და ივნისში, მინიმუმი დეკემბერში. მზის ნათების ხანგრძლივობა 850-1900 სთ წელიწადში. ბორჯომში გადის ხაშური-ვალეს რკინიგზის ხაზი. ვიწროლიანდაგიანი რკინიგზით დაკავშირებულია დაბა ბაკურიანთან. ბორჯომზე გადის ხაშური ვალესა და ბორჯომი-ახალქალაქის საავტომობილო გზები. ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია. საბჭოთა კავშირი დროს ჰქონდა საკავშირო კურორტის სტატუსი. რელიეფურ და მიკროკლიმატურ თავისებურებათა მიხედვით ბორჯომში გამოიყოფა რამდენიმე უბანი, რომელთაგან მკურნალობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით გამოირჩევა ლიკანი, ფაფა და პლატო. კურორტის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური პროცედურებისთვის. ბორჯომის სხვა სამკურნალო ფაქტორებია კლიმატოთერაპია, ტალახით მკურნალობა და სხვა. კლიმატოთერაპიისთვის საუკეთესო დროა ივნისი-ოქტომბერი. სამედიცინო ჩვენებები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძისა და სანაღველე გზების ქრონიკული დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი დაავადება. სეზონი გრძელდება მთელ წელს.

ბორჯომთან ახლოს განლაგებულია ბორჯომის ჯგუფის კურორტები ახალდაბა, ქვიშხეთი, წაღვერი, ცემი, ლიბანი, პატარა ცემი, ბაკურიანი, ციხისჯვარი.


ბაკურიანი — დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (დასახლებები: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, დიდი მიტარბი, მაჭარწყალი, პატარა მიტარბი, თორი, წინუბანი). წარმოადგენს ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზის ბოლო პუნქტს. ბაკურიანში აღმოჩენილია მეგალითური კულტურის ნაშთი, შემორჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის საკულტო ნაგებობა „პანტნარის ტაძარი“. ბაკურიანი პოპულარული სამთო და სათხილამურო კურორტია. ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ. ბაკურიანი გაშლილია ე. წ. ბაკურიანის ქვაბულის ძირზე, რომელიც ვულკან მუხერიდან ამონთხეული ლავით არის აგებული. ჰავა ზღვის ნოტიოდან ზომიერად ნოტიო კონტინენტურისაკენ გარდამავალია, ზამთარი - ცივი, თოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურა 4,3 °C, იანვრისა 7,2 °C, აგვისტოსი 15 °C. ნალექები 734 მმ წელიწადში. თოვლის საფარი (64 სმ სისქის) დეკემბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყით. დაბის მიმდებარე ტერიტორიებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი. 


მეღვინეობა


მესხეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მევენახეობის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი რეგიონია. ვაზი აქ ზღვის დონიდან 900-1700 მეტრ სიმაღლეზე გვხვდება, ანუ 900 მეტრი მესხეთში ქვედა ზღვარია.

  • მესხური საფერე ადგილობრივი ვაზის ჯიშია მესხეთიდან, იგი გამოირჩევა მუქი შინდისფერი, ხალისიანი, სასიამოვნო არომატით. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადგილობრივი მნიშვნელობის სუფრის წითელი ღვინოების დასაყენებლად. სოკოვან დაავადებათა მიმართ ნაკლებ მგრძნობიარეა. დიდ გამძლეობას იჩენს ყინვების მიმართ. ეს ჯიში ერთეული ძირების   სახით გვხვდებოდა ასპინძის მიდამოებში. საკოლექციო ჯიში.
  • მესხური შავი ადგილობრივი ვაზის ჯიშია, კერძოდ მესხეთიდან. მისგან იწარმოება შინდისფერი შეფერილობის, არომატული ღვინო. საგვიანო სიმწიფის პერიოდის ჯიშია. სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაო გამძლეობით ხასიათდება. დიდ გამძლეობას იჩენს გვალვისა და ყინვის მიმართ. მაღლარების სახით გვხვდებოდა ასპინძისა და ახალციხის რაიონების ვენახებში.  საკოლექციო ჯიში.


TOP.GE