ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 592 72 72 47
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16286

იყიდება კომერციული ფართი ყვარელი კახეთი

21.05.2025 188
ფასი შეთანხმებით
  • ეზოს ფართობი: 20000 მ²
  • სართული/სულ: 2
  • მისაღები სივრცე: 20 მ
  • ფართობი:600 მ²
  • კაბინეტი : 2
  • სველი წერტილი : 4
  • სასაწყობე სივრცე : 100 მ²
  • პარკირება : ეზოს გასწვრივ
მახასიათებლები
  • ოფისის შენობა
  • დამოუკიდებელი შესასვლელი
  • ჭერის სიმაღლე - 10 მ
  • ავეჯი
  • ტექნიკა
  • დანადგარების აღჭურვილობა - ღვინის ქარხნის მოწყობილობა
  • სავენტილიაციო სისტემა
  • გათბობა-კონდენცირება
  • ხმაურის იზოლაცია
  • წყალმომარაგება
  • ელ. ენერგია
  • სამფაზიანი ძაბვა
  • ბუნებრივი აირი
  • კანალიზაცია
  • ინტერნეტი
  • სათვალთვალო კამერები
  • ოთახი პერსონალისთვის
  • დაცვის ოთახი
  • შემოღობილი ტერიტორია
  • ვენახი - 1 ჰა. საფერავი
  • გამწვანებული სივრცე
  • კეთილმოწყობილი ეზო
  • სატვირთოს მიმღები
  • არასასოფლო - სამეურნეო
დამატებითი ინფორმაცია

ექსკლუზიური უფლებით!!! გამოტანილია გასაყიდად!!! ✧ სრულად აღჭურვილი ახალი ღვინის ქარხანა წარმოების სრული ციკლით, ყვარელში | ქინძმარაულის მიკროზონაში. 📍 ერთ-ერთი საუკეთესო ღვინის მიკროზონა, ალაზნის ველის ხედებით. სტრატეგიული ადგილმდებარეობა ცენტრალურ გზის პირას, უზრუნველყოფს წვდომას, როგორც სატრანსპორტო, ასევე ტურისტულ ნაკადებთან. ღვინის წარმოება მხოლოდ ტექნოლოგიური პროცესი არ არის — ეს არის გრძელი გზა, სადაც ყოველი წვეთი კრავს ისტორიას, ტრადიციას და მიწის სურნელს. იქ, სადაც ვენახი პირველ სხივს ეხმიანება და ყურძნის წვენი ნელ-ნელა გარდაიქმნება გემოვნების პოეზიად, აქ იბადება ღვინო – ცოცხალი და შეუდარებელი. ღვინის ჩამოსხმის ყოველი ეტაპი, დაწყებული მოსავლითა და ყურძნის გადამუშავებით, დამთავრებული ჩამოსხმით და ეტიკეტირებით – მიმდინარეობს უმაღლესი ხარისხის აპარატურით, პროფესიონალთა ზედამხედველობითა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. • უძრავი ქონების მახასიათებლები: ■ ტერიტორია და ვენახი: მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი – 2 ჰექტარი, სრულად შემოღობილი, წინ ფასადური ღობით. აქედან 1 ჰა – გაშენებულია 5 წლის საფერავის ვენახი, სრულად მოსავლიანი. დამატებითი თავისუფალი მიწა 5,000 მ², განსაზღვრული მარნის, სასტუმროს, სადეგუსტაციო სივრცისა თუ ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის. ■ ქარხნის შენობა და ინფრასტრუქტურა: ქარხნის საერთო ფართობი – 400 მ². თანამედროვე შენობა, მოიცავს 2 სართულ საოფისე სივრცეს. I სართული: 2 ოთახი + 2 სველი წერტილი. II სართული: მთლიანი ღია საოფისე სივრცე. დამატებითი სასაწყობე ფართი – 110 მ² (დასრულების ეტაპზე). ეზო მოეპირკეთებულია, განათებულია, დამონტაჟებულია ვიდეოკონტროლი. შემოღობვა: ფასადური გალავანი წინ, უკან ბადით. ხედები – პანორამული, ალაზნის ველზე და კახეთის მთებზე ყველა მხარეს. ■ ღვინის საწარმოო ტექნიკა (ყველა დანადგარი ახალი – 2022–2023 წლების, იტალიიდან ,,Enoveneta“ წარმოების). წარმადობა: წითელი ყურძნის გადამუშავება – 80 ტონა / დღეში. თეთრი ყურძნის გადამუშავება პრესით – 25 ტონა / დღეში. ყურძნის მიმღების მოცულობა – 20 ტონა / საათში. პრესი – ფერმენტირებული და არაფერმენტირებული 7-დან 12 ტონამდე საათში. დანადგარების ჩამონათვალი: ღვინის ავზები – 200 ტონა (ბულგარეთიდან). კლერტსაცლელი – 13-15 ტონა/სთ. მიმღები ბუნკერი (Della Toffola) – 15 ტონა. სასწორი – 25 ტონაზე. მაცივარი (Quantor) – -10°C. დურდოს მონოტუმბო შემკრები ავზით – 20-25 ტონა/სთ. Impeller ტუმბო Liverani GR Major 50 – 2 ცალი (18,000/9,000 ლ/სთ). ცენტრიდანული ტუმბო ბაიპასით – 2 სიჩქარით (10,000–6,900 ლ/სთ). გოფრირებული მილები – 50/80/100 იანი (100/50/50 მეტრი). ფირფიტებიანი ფილტრი FRC 40x40 – ფართობი: 6.2 მ². მემბრანული ფილტრი MFH 1 – 1000 ლ/სთ. ჩამოსასხმელი ხაზი Triblocco tappo raso Euro 1061-S – 700 ბოთლი/სთ ეტიკეტის დანადგარი – 800 ბოთლი/სთ. სპირტის სახდელი შარანტი – ფრანგული სპილენძი, 1 ტონიანი (ახალი) ხის საცობები და ბოთლის მრავალფეროვნება – ბორდო, ბურგუნდიული, კონიკას. ■ სრული კომუნიკაციები და ტექნიკური უზრუნველყოფა. წყალი – 12 მეტრი ჭაბურღილი ნაკადულის წყალი. ელ. ენერგია – 3 ფაზიანი, 100 კვტ, სრული დამიწებით (დანახარჯი თვე მაცივრის ჩათვლით 1500 ლ). ბუნებრივი აირი. | კანალიზაცია მოწყობილი. |გარე სველი წერტილები. ყარაულის ოთახი. | განათება და ვიდეოკონტროლი სტანდარტებით. ■ დამატებითი პირობები: ქარხნის ყველა დანადგარი, ინვენტარი, მოწყობილობა შევა გაყიდვის პაკეტში 10 დღიანი კონსულტაცია – ტექნიკური ფუნქციონალის და დანადგარების გამოყენების სრულ წვრთნაზე. უზრუნველყოფილი ტექნიკური მხარდაჭერის კონტაქტებით. მზად არის და აკმაყოფილებს HACCP და ISO სტანდარტებს რომ დანერგოს. ■ ეს არის ინვესტიციის უნიკალური შესაძლებლობა სრულიად ახალ, სრულად აღჭურვილ ღვინის ქარხანაში — გარშემორტყმული უმშვენიერესი პეიზაჟით და ბიზნესის განვითარების რეალური პოტენციალით, მათ შორის მარნის, სასტუმროს, სადეგუსტაციო სივრცისა და ეთნო ტურიზმის მიმართულებით. ჩვენი ქარხანა — ახალდაშენებული და სრულად აღჭურვილი, იტალიური დანადგარებით – განასახიერებს თანამედროვე მეღვინეობის შესაძლებლობებს. აქ ინოვაცია არ ჩრდილავს ტრადიციას – პირიქით, აძლიერებს მას. ყოველი პროცესის უკან დგას მეღვინის ცოდნა, რომელიც გადმოსცემს პატივისცემას ყურძნისადმი, წარსულისადმი და მომავლისადმი. ეს არის სივრცე, რომელიც მზად არის განვითარდეს: ეთნო-მარნით, სასტუმროს კომპლექსითა და ტურისტული ფუნქციებით, რომ ღვინო დარჩეს არა მხოლოდ ბოთლში, არამედ – მეხსიერებაში. 💼 გაყიდვის პირობები: ✧ იყიდება ბრენდის გარეშე, შპს 100% - აქტივით ან + დღგ-ს დამატებით. ტელ: +995 592 72 72 47

კომენტარი

TOP.GE