ექსკლუზიური შეთავაზება – მხოლოდ ჩვენთან! 📍 იყიდება 9 ჰა უნიკალური მიწის ნაკვეთი ყვარელში, ქინძმარაულის მიკროზონაში! შესაძლებლობა, რომელიც იშვიათად გვხვდება ბაზარზე — გამორჩეული ლოკაცია, გამორჩეული პოტენციალით! ეს დიდებული ნაკვეთი მდებარეობს ნეკრესისკენ მიმავალ გზაზე, პირდაპირ „როიალ ბატონთან“ , ჭადრების ხეივანში. ტერიტორია მთლიანად გარშემორტყმულია ასწლოვანი მუხით, ცაცხვითა და კაკლით, რაც ქმნის უნიკალურ ეკოსისტემას. ცენტრალური გზის პირას გამავალი 200 მეტრიანი ფასადი და ასფალტირებული მისასვლელი გზა კიდევ უფრო ამაღლებს მის მიმზიდველობას. 📸 ბუნება აქ საუცხოოა – თვალწარმტაცი ხედებით ნეკრესის მონასტერზე, კავკასიონის მთებზე და ყვარლის პეიზაჟზე. ტერიტორიას ერთი მხრიდან მიუყვება მდინარე „სასახლის ხევი“, რაც იშვიათი ბუნებრივი რესურსია – იდეალური წყარო მორწყვისთვის და მომავალი პროექტების გამწვანებისთვის. 🟢 9 ჰექტრიდან 5 ჰა უკვე გაშენებულია ვენახით – 10-12 წლის საფერავის (4.5 ჰა) და რქაწითელის (0.5 ჰა) ნარგავებით. ტერიტორიაზე მიყვანილია ყველა ძირითადი კომუნიკაცია: წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. ✅ ნაკვეთის გაყოფაც შესაძლებელია — შესაძლებელია 4 ჰა ან 5 ჰა ცალკე გაყიდვაც, რაც ზრდის საინვესტიციო მოქნილობას. 📌 ტერიტორია იდეალურია: შატოს, მარნის ან ღვინის ქარხნის მშენებლობისთვის ეთნოგრაფიული სივრცის მოწყობისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის – სასტუმროს ან კოტეჯების განვითარებისათვის ფასი: 850,000 აშშ დოლარი 📞 დაგვიკავშირდით: +995 592 72 72 47 ან +995 592 72 72 00
იყიდება მიწის ნაკვეთი ყვარელი კახეთი
-
უძრავი ქონების სტატუსი: ვენახი - საშატოე მიწები
-
ფართობი:90000 მ²
-
ელ. ენერგია
-
მდინარე : სასახლის ხევი
-
მიკროზონა : ქინძმარაულის ზონა
-
ვენახი : საფერავი -რქაწითელი
-
სასოფლო _ სამეურნეო დანიშნულების
-
ბუნებრივი აირი
-
ინტერნეტი
-
სასმელი წყალი
-
ასფალტის გზა
-
პანორამული ხედები
-
შემოღობილი ტერიტორია
-
გამწვანებული სივრცე
-
ტყის მასივი