ემ.ბი.ჯი ჯგუფი (+995) 032 21 21 777
ემ.ბი.ჯი ჯგუფი Whatsapp
ID16322

იყიდება კომერციული ფართი წილკანი მცხეთა მცხეთა მთიანეთი

24.06.2025 350
1,032,803₾
(1 მ² - 207₾) (1 მ² - 76$)
  • უძრავი ქონების დანიშნულება: უნივერსალური
  • მდგომარეობა: გარემონტებული
  • უძრავი ქონების სტატუსი: ახალი აშენებული
  • ფართობი:5000 მ²
  • ეზოს ფართობი : 8000 მ²
  • სართული/სულ : 1
ბიზნესი
მახასიათებლები
  • ოფისის შენობა
  • ტექნიკა
  • სავენტილიაციო სისტემა
  • გათბობა-კონდენცირება
  • წყალმომარაგება
  • ელ. ენერგია
  • ბუნებრივი აირი
  • კეთილმოწყობილი ეზო
დამატებითი ინფორმაცია

იყიდება და განიხილება პარტნიორობა !!!! იყიდება მოქმედი სასათბურე მეურნეობა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანში — სულ რაღაც 15 წუთის სავალზე თბილისიდან. ქონება მოიცავს 8 000 მ² სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მოწყობილ 13 სათბურს, სათბურების საერთო ფართობი: 5 000 მ². ტერიტორია მთლიანად შემოღობილია, აქედან სანახევროდ ბლოკის გალავნით და უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი კომუნიკაციით: ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, წყალი, ინტერნეტი. მეურნეობა აღჭურვილია ორი 25-მეტრიანი ჭაბურღილით და ჭით, რაც უზრუნველყოფს წყლის მდგრად მარაგს. მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა თანამედროვე ტუმბოებით. ნიადაგი ნაყოფიერია და იდეალურია ბოსტნეულის ფართომასშტაბიანი კულტივაციისთვის. ამჟამად ძირითადი მოსავალი არის პომიდორი და სალათის ფურცლები, მოსავლის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 50 ტონა პომიდორსა და 45 ტონა სალათის ფურცელს წელიწადში. მეურნეობას ჰყავს თავისი კმაყოფილი და მუდმივი კლიენტები, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს — საშუალო წლიური ბრუნვა 250,000–300,000 ლარამდე. ქონებაზე განთავსებულია: 60 მ² საცხოვრებელი სახლი ყველა საჭირო პირობითა და სველი წერტილებით, 25 მ² სამაცივრე შენობა სენდვიჩპანელებითა და თბოიზოლაციით, დაახლოებით 50 მ² საჩითილე სივრცე, 50 მ² საწყობი. მდებარეობა ხელსაყრელია კომერციული საქმიანობისთვის — ობიექტამდე მიდის სრულად ასფალტირებული მხოლოდ 150 მეტრია მოხრეშილი გზა. გაყიდვის გარდა, მესაკუთრე ასევე განიხილავს გრძელვადიან პარტნიორობას: მზად არის თავად იქირაოს მყიდველისაგან მეურნეობა 2–დან 4 წლამდე ვადით, თვეში 4,000 ლარად, გარანტიით წინასწარი ორი წლის ქირის გადახდისა და სრული ფუნქციური მართვის პასუხისმგებლობით. გაყიდვის ფასი: 380,000 აშშ დოლარი დამატებითი ინფორმაცია და კონტაქტი: 📞 ტელ: 579 900 400

კომენტარი

TOP.GE